OPALFILM UV protection films

OPALFILM facade films

ფასადის ფირი

HAVERKAMP’S ფასადის ფირები იდეალურია ფასადების განახლების ან რესტრუქტურიზაციისთვის სხვადასხვა ტიპის შენობებზე და სამშენებლო ზონებში. ფირის სისტემა ეწებება მუდმივად და პლასტიკის, ალუმინის, ფოლადის სუფთა თუ შეღებილ ზედაპირებს, როგორებიცაა ფასადის გაძლიერებული პანელები, ახალ შესახედაობას აძლევს. ფირის გამოყენება შეიძლება შიგნიდანაც და გარედანაც და შეიძლება გამოყენებულ იქნას საღებავის ნაცვლად. 

OPALFILM facade films

HAVERKAMP ფასადის ფირები იცავს ვადამდე დაძველების, გახუნების, ეროზიის ტენის, ობის, მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, დამონტაჟების შემდეგ. ისინი ზრდის ექსპლუატაციის ვადას და იცავს ფასადის და ფანჯრის ჩარჩოების მასალებს - ფირის ტიპიდან გამომდინარე - მბრწყინავ, პრიალა გლუვ ან გლუვ შესახედაობას. შემდგომ, HAVERKAMP ფასადის ფირებზე ზემოქმედებას ვერ ახდენს ატმოსფერული პირობები. მათი გამოყენების ტემპერატურის დიაპაზონია -50°-დან +100° C-მდე.
უპირატესობები, შეღებვასთან შედარებით
HAVERKAMP ფასადის ფირებს 50% - 80%-ით უკეთესი პირობები აქვს, ექსპლუატაციის ციკლის შეფასებისას (ISO 14040 სტანდარტის მიხედვით) ფასადის საღებავის საფართან შედარებით. ახალ საღებავთან ან საღებავის სისტემების განახლებასთან შედარებით, დამონტაჟება გაცილებით უფრო სწრაფია და ამდენად, ხელსაყრელია ბიუჯეტის თვალსაზრისითაც. ფირის სისტემებზე მუშაობა შეიძლება 0° C ტემპერატურამდე.

HAVERKAMP ფასადის ფირების უპირატესობები ერთი შეხედვით:
• გამოდგება პლასტიკის, ალუმინის, შეუღებავი თუ შეღებილი ფოლადის, ფასადის პანელების განახლების ან რესტრუქტურიზაციისთვის
• ფასადის დაცვა ვადამდე დაძველების, გახუნების, ეროზიის, ტენის, ობის, მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისგან
• გამოდგება შიგნითაც და გარეთაც
• ხელსაყრელია ბიუჯეტისთვის, ნაკლებად შრომატევადია, საღებავთან შედარებით
• არ არის მგრძნობიარე ატმოსფერული პირობების მიმართ
• ყოველთვის აკურატული, დიზაინზე ორიენტირებული გარეგნობა აქვს 

Georgian Import Company LLC. All Rights Reserved.

No Code Website Builder