OPALFILM Anti-shatter films

OPALFILM Anti-shatter films

მსხვრევის საწინააღმდეგო ფირები

მსხვრევის საწინააღმდეგო ფირები ასტაბილებს ფანჯრის მინას და დამსხვრევის შემთხვევაში გამორიცხავს ნამსხვრევების გაფანტვას. 115μ - 230μ სისქის პოლიესტერის ფირი შუშას ლამინირებული ფურცლოვანი მინის (LSG) ანალოგიურ თვისებებს ანიჭებს და ამდენად მტვრევის მიმართ მაღალი გამძლეობით ხასიათდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად მინა დაიმსხვრევა, ფირი ნამსხვრევებს გაფანტვის საშუალებას არ მისცემს. გერმანიის, რაინ-ჩრდილოეთ ვესტფალიის მიწის მასალათა ტესტირების სააგენტომ (MPA) დაადგინა, რომ ფირი აკმაყოფილებს DIN EN 12600 სტანდარტის მოთხოვნებს.

OPALFILM Anti-shatter films

OPALFILM® მსხვრევის საწინააღმდეგო ფირებს უკაწრავი ზედაპირი აქვს და რამდენადაც ისინი გამჭვირვალეა, ისინი უზრუნველყოფს დაცვას ხილვადობის გაუარესების გარეშე. ამასთან, შემომავალი ულტრაიისფერი გამოსხივების შემცირებამ შეიძლება 99%-ს მიაღწიოს. მოთხოვნებისგან გამომდინარე, ფირებში შეიძლება კომბინირებული იყოს სხვა მახასიათებლებიც, როგორებიცაა, მზის, პრიალის საწინააღმდეგო, პრივატულობის დაცვა, ინტეგრირებული, ყოველმხრივი კონცეფციის შესაქმნელად.

მახასიათებლები, ერთი შეხედვით:
• ხელს უშლის ნამსხვრევების გაფანტვას ჰაერში
• მინას ანჭიებს ლამინირებული დაცული მინის თვისებებს
• ნეიტრალური ფერის, შეიძლება კომბინირებულ იქნას მზის, პრიალის საწინააღმდეგო და პრივატულობის დაცვის თვისებებთან
• ამცირებს ულტრაიისფერ გამოსხივებას 99%-მდე
• სისქე შეადგენს 115µ - 230µ
• არ ატარებს სითბოს
• უკაწრავი ზედაპირი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას
• ადვილად იწმინდება
• კლასიფიცირებულია, როგორც გამძლეობის კლასი 2(B)2 resp. 1(B)1 DIN EN 12600
• გამოდგება საკვების წარმოებაში (IFS სტანდარტი) 

Georgian Import Company LLC. All Rights Reserved.

HTML Website Maker