HAVERKAMP ClickFilm

HAVERKAMP ClickFilm

გადასართავი ფირი, პრივატულობის დასაცავად.

HAVERKAMP ClickFilm® ფანჯრის ფირია, რომელსაც შეუძლია უცებ გადააქციოს გაუმჭვირვალე ფანჯრები და შემინვა გამჭვირვალე ზედაპირად, ღილაკზე შეხებით. ეს გადასართავი ფირი გამოდგება ყველა ბრტყელზედაპირიანი მინისთვის და ბევრჯერ უფრო ხარჯთეფექტიანია, ვიდრე ელექტროქრომული მინა.

HAVERKAMP ClickFilm ®

ღილაკზე შეხებით, თეთრი გაუმჭვირვალე მინა (პრივატულობის დამცავი) გამჭვირვალე გახდება. ეს ბევრნაირად გამოყენების საშუალებას იძლევა, ბინაში, მაგალითად, სააბაზანოში, საძინებელში ან სასტუმრო ოთახში, ასევე ოფისებსა და საკონფერენციო დარბაზებში, შეხვედრებზე მეტი პრივატულობისთვის, ის ასევე გამოდგება საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და ლაბორატორიებისთვის.
ტექნიკური მახასიათებლები
თხევადკრისტალური ფირის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ძალზე ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს. დენი მიეწოდება 65-ვოლტიანი ტრანსფორმატორიდან (დაშვება+/- 5%). როგორც კი ჩაირთვება დაბალი ძაბვა, დისტანციური მართვის პულტით, ფირი გამჭვირვალე ხდება. დენის გამორთვისთანავე აღდგება გაუმჭვირვალე პრივატულობის დაცვა.

HAVERKAMP ClickFilm® შექმნილია იმისათვის, რომ გაიზომოს HAVERKAMP მიერ და დამონტაჟდეს ტრენირებული სპეციალისტების მიერ (ელექტრონული კომპონენტების შეერთების გარდა). ალტერნატიულად, ფირი ასევე ხელმისაწვდომია როგორც მზა პროდუქტი, ტრანსფორმატორით, კაბელებით და დისტანციური მართვის პულტით.

HAVERKAMP ClickFilm® ატარებს 1%-ზე ნაკლებ ულტრაიისფერ გამოსხივებას (300-380 ნმ). ფირი ყოველთვის უნდა გასუფთავდეს HAVERKAMP მიერ რეკომენდებული საწმენდი საშუალებებით.


HAVERKAMP ClickFilm® გამოყენება პროექტორისთვის ზედაპირის სახით
თეთრი ფერის წყალობით, ფირი ასევე იდეალურია, როგორც საპროექტორო ზედაპირი,, ფოტოგრაფებისთვის, ასევე სხვა პროექტირებული მედიისთვის, საკონფერენციო და საპრეზენტაციო ოთახებში.

მახასიათებლები ერთი შეხედვით:
• ხელმისაწვდომია თეთრი ფერის გადასართავი ფირი
• ჩვეულებრივ გაუმჭვირვალე, ჩართვისას ფირი გამჭვირვალე ხდება
• გამოსადეგია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საოფისე გამოყენებისთვის
• გამოდგება ყველა სახის მინის ბრტყელი ზედაპირის მოდერნიზაციისთვის
• მოიხმარს ძალზე ცოტა ელექტროენერგიას
• აუცილებელია HAVERKAMP ClickFilm® ჩართვა/გამორთვა, 72 საათში ერთხელ, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის
• სწრაფად მონტაჟდება
• პრივატულობის სწრაფად შესაქმნელად 

Georgian Import Company LLC. All Rights Reserved.

Offline Website Maker