HAVERKAMP PROFILON

HAVERKAMP PROFILON

ძარცვისგან დაცვიდან აფეთქების მიმართ გამძლეობამდე!

HAVERKAMP უსაფრთხოების ფირები უზრუნველყოფს მინის გაცილებით უფრო მაღალ გამძლეობას დარტყმის და შეჭრის მიმართ. HAVERKAMP PROFILON® ფირები აღიარებულია და განიხილება მსოფლიოს ყველაზე მტკიცე ფორებს შორის, როგორც ძარცვის საწინააღმდეგოდ, ასევე აფეთქებისგან დაცვის თვალსაზრისით, რაც დასტურდება Materialprüfungsamt სერტიფიკატით.

HAVERKAMP PROFILON

უპირატესობები:
• მაღალეფექტიანი
• ვიზუალურად შეუმჩნეველი
• როგორც ახალი შენობების, ასევე მოდერნიზაციისთვის
• სწრაფად მონტაჟდება
Almost all films in the PROFILON® პროდუქციის ასორტიმენტში თითქმის ყველა ფირი ასევე უზრუნველყოფს მზისგან ან/და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვას.

PROFILON® AX A1
შეჭრისგან დაცვა, სამრეწველო, კომერციული და საცხოვრებელი ფართისთვის
PROFILON® AX A1 შემტვრევისგან დამცავი ფირი წარმატებით გამოიყენება მრავალი წლის მანძილზე, ყველა მინის და ფანჯრის ზედაპირის დასაცავად, მეხის, ვანდალიზმის და ამნთები მოწყობილობებისგან [„მოლოტოვის კოქტეილი“] საწინააღმდეგოდ. სინათლის გამტარობა და შესახედაობა იდეალურია, თუ გავვითვალისწინებთ გამძლეობის მაჩვენებელს.

მახასიათებლები, ერთი შეხედვით:
• უსაფრთხოების ფირი, აფეთქების მიმართ გამძლეობის გაძლიერებული მახასიათებლებით, ძარცვის, ვანდალიზმის და ამნთები მოწყობილობებისგან დასაცავად
• მოდერნიზაციის სწრაფი და ეფექტიანი საშუალება, დაუცველი უბრალო ან იზოლირებული მინისთვის
• უკაწრავი, ადვილად მოსავლელი, ცეცხლის გაჩენის მიმართ გამძლე
• ინტეგრირებული დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ავეჯის და საგამოფენო ექსპონატებისთვის
• გამძლეობის კლასები: A1, DIN 52 290 სტანდარტის მიხედვით და P2A - EN 356, UL 972 სტანდარტის მიხედვით
გამოყენების შესაძლებლობები ფართოა::
სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობები, საოფისე შენობები, მაღაზიის ვიტრინები, შესასვლელი ზონები, საწარმოო დარბაზები, სამრეწველო დანადგარები, საკონფერენციო ოთახები, გალერეები და მუზეუმები, ასევე პატიოს კარები, ფანჯრები და შესასვლელი კარები საკუთარ სახლებში.

პრაქტიკა უჩვენებს:
უკვე თავიდან იქნა აცილებული შეჭრა მრავალ შენობაში, გამძლე PROFILON® AX A1 ფირის წყალობით. მაგალითად, ოპტიკის მაღაზიაში, ესენში, სადაც სამი დღის განმავლობაში შეჭრის ორი მცდელობა იყო - შუშის შემტვრევა სცადეს სამშენებლო ბლოკის გამოყენებით.
• PROFILON® AX A1 უსაფრთხოების ფირი, რომელსაც მოითხოვს სადაზღვევო კომპანია, იკავებს პანელის მთლიანობას და ხელს უშლის მძარცველებს შეიჭრან. 



PROFILON® P3A
ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ფირი მსოფლიოში

მახასიათებლები, ერთი შეხედვით:
• უსაფრთხოების ფირი მაქსიმალური დაცვისთვის, ძარცვის, ვანდალიზმის და ამნთები მოწყობილობებით თავდასხმისას (აფეთქების ბლოკირების დამატებითი მახასიათებლებით)
• დამტკიცებულია Materialprüfungsamt მიერ, პრაქტიკული ტესტით
• მიღწეულია გამძლეობის კლასი: P3A, DIN, EN 356 A სტანდარტის მიხედვით, მონტაჟდება მხოლოდ შიგნიდან
• მოდერნიზაციის სწრაფი და ეფექტიანი საშუალება, დაუცველი ან იზოლირებული მინისთვის
• არ იკაწრება, არ საჭიროებს მოვლას, გამძლეა ცეცხის გაჩენის მიმართ
• ინტეგრირებული დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

გამოიყენება მრავალ სფეროში
სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები, საწარმოო დარბაზები, საოფისე შენობები, სამრეწველო საწარმოები, სასერვეროები / IT ცენტრები, რელიგიური შენობები, საკონფერენციო დარბაზები, გალერეები და მუზეუმები, პატიოს კარები და ფანჯრები საკუთარ სახლებში, მაღაზიის ვიტრინები, მუზეუმები

ტესტი მასალათა ტესტირების ოფისში
4,11 კგ მასის ფოლადის ბურთი ჩამოაგდეს 6 მ სიმაღლიდან, 4 მმ სისქის მინაზე, რომელიც დაფარული იყო ფირით PROFILON® P3A. ფანჯარამ გაუძლო ტესტს! მასალათა ტესტირების ოფისმა დაამოწმა ეს მაჩვენებელი. 


PROFILON® ER 1
დაცვა აფეთქების ზემოქმედებისგან

მახასიათებლები, ერთი შეხედვით:
• გასკდომის და აფეთქების მიმართ გამძლე დამცავი ფირი, ფეთქებადი იარაღით თავდასხმის შემთხვევაში
• დაუცველი უბრალო ან მაიზოლირებელი მინის მოდერნიზაციის გადაწყვეტა, თავდასხმის რისკის ზონებში
• ადამიანის დაშავების და საკუთრების დაზიანების მნიშვნელოვნად შემცირებული დონე, აფეთქებების და თავდასხმების შემთხვევაში
• აფეთქების მიმართ გამძლეობის კლასი DIN EN 13541 სტანდარტის მიხედვით
• გამძლეობის შემდგომი კლ;ასები:“A1 - DIN 52290 სტანდარტის მიხედვით, P2A - EN 356, UL 972 სტანდარტის მიხედვით
• არ იკაწრება, არ საჭიროებს მოვლა-მომსახურებას

PROFILON® ER 1-მა ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
PROFILON® ER1 ეფექტიანობა დამტკიცებულია მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, როგორიცაა ბომბით თავდასხმა ოსლოს მთავრობის შენობაზე, 2011 წ. იმ ფაქტმა, რომ მთავრობის შენობების ფანჯრებზე გამოყენებული იყო PROFILON® ER1, მნიშვნელოვნად შეამცირა შრაპნელი და ხელი შეუშალა კიდევ ერთ, უფრო დიდ კატასტროფას.
• HAVERKAMP PROFILON® ER 1 ფირის დამონტაჟება სიცოცხლის დაზღვევის პოლისი იყო
იან ეგდალი, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს უშიშროების სამსახურის უფროსი

PROFILON® P4A
ჩვენი ყველაზე გამძლე უსაფრთხოების ფირი

PROFILON® P4A უსაფრთხოების ფირი ჩვენი PROFILON® სერიიდან, გამძლეობის უმაღლესი კლასის. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამძლე უსაფრთხოების ფირია მთელს მსოფლიოში, რაც დასტურდება ტესტირების სერტიფიკატით. ამდენად, ის უზრუნველყოფს ყსაფრთხოების ძალზე მაღალ, დადასტურებულ დონეს ძარცვის, ვანდალიზმის და ამნთები მოწყობილობებით თავდასხმის წინააღმდეგ.

მახასიათებლები, ერთი შეხედვით::
• უაღრესადგ გამძლე, მრავალშრიანი სტრუქტურის წყალობით
• რასაც ემატება აფეთქების მიმართ გამძლეობის მახასიათებლები
• გამძლეობის კლასი P4A, ექსკლუზიურად შიდა საფარი
• დადასტურებულია TÜV Rheinland მიერ, პრაქტიკული ტესტით, DIN EN 356 A სტანდარტის შესაბამისად
• მოდერნიზაციის საშუალაება ყველა ტიპის შემინვისთვის
• არ იკაწრება, არ საჭიროებს მოვლა-მომსახურებას, შეუმჩნეველია პოტენციური თავდამსხმელებისთვის

გამოყენების სფეროები:
ადმინისტრაციული და საოფისე შენობები საჭიროებს სპეციალურ დაცვას, შესასვლელები, სამრეწველო საწარმოები, სასერვეროები /IT ცენტრები, გალერეები და მუზეუმები, ფინანსური სექტორის შენობები.

PROFILON® Laser
სპეციალიზებული ფირი ლაზერის მეშვეობით ჯაშუშური თავდასხმებისგან დასაცავად

მახასიათებლები, ერთი შეხედვით:
• უსაფრთხოების ფირები მინის ზედაპირის მოდერნიზაციისთვის, ლაზერის მეშვეობით ჯაშუშური თავდასხმებისგან დასაცავად
• ხმოვან გადაცემებში ჩაჭრისთვის
• კომპანიის საიდუმლოებების დასაცავად
• შეიძლება კომბინირება მზის და ძარცვისგან დაცვასთან
• არ იკაწრება - არ საჭიროებს მოვლა-მომსახურებას

გამოყენების სფეროები:
საოფისე და ადმინისტრაციული შენობები მონაცემთა დაცვის სპეციალური საჭიროებებით, საკონფერენციო და შეხვედრის ოთახები, სამრეწველო ობიექტები, განაშენიანების ზონები, ლაბორატორიები

PROFILON® ALARM A1
დამცავი ფირი განგაშის ფუნქციით

უსაფრთხოების ფირი PROFILON® ALARM A1 წარმოადგენს მექანიკური დაცვის და მინის მთელს ზედაპირზე გატეხვის დეტექტორის კომბინაციას - დამტკიცებულია VdS მიერ. ფირი იცავს მეხის, ვანდალიზმის, ჩამტვრევის და სხვა გარე თავდასხმებისგან - მინის გატეხვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იგზავნება განგაშის მესიჯი

მახასიათებლები ერთი შეხედვით:
• მრავალშრიანი, ჩაყოლებული ვერცხლით დაფარული განგაშის ძაფებით
• ინტეგრირებული დაცვით, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან
• დაუცველი უბრალო და მაიზოლირებელი მინის მოდერნიზაციის გადაწყვეტა
• გამძლეობის კლასი - A1, DIN 52 290 სტანდარტის მიხედვით, P2A 0 EN 356 და UL 972 სტანდარტების მიხედვით
• PROFILON® AL ARM A1 უსაფრთხოების ფირს აქვს შემდეგი თვისებები: დარტყმის მიმართ გამძლე, მძარცველების საწინააღმდეგო, მსხვრევის მიმართ გამძლე, ცეცხლგამძლე (არ ქმნის კვამლს)
• გამოდგება კერძო და ასევე კომერციული და სამრეწველო ფართის დასაცავად

PROFILON® AntiSpy
დაცვა ჯაშუშობის და მონაცემების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ

PROFILON® AntiSpy ბრენდის უსაფრთხოების ფირები არის გამჭვირვალე, ოდნავ შეფერილი ისაფრთხოების ფირი, ბლოკირების უმაღლესი დონით, მთელს მსოფლიოში, რადიოსიხშირული, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივებისთვის. შესრულებულია სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნა ჯაშუშობისგან დაცვასთან დაკავშირებით,

მახასიათებლები, ერთი შეხედვით
• გამჭვირვალე, ოდნავ შეფერილი უსაფრთხოების ფირები, ბლოკირების უმაღლესი დონით, მთელს მსოფლიოში, რადიოსიხშირული, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივებისთვის
• ჯაშუშური თავდასხმების და რადიოსიხშირული და ინფრაწითელი მოსმენებისგან, ასევე ელექტრომაგნიტური ინტერფერენციისგან (EMI) დასაცავად
• მოდერნიზაციის საშუალება, ტესტირებული სახელმწიფო სააგენტოების მიერ და დამტკიცებული ინფორმაციის დაცვის წამყვანი ორგანიზაციების მიერმ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში
• არ იკაწრება - არ საჭიროებს მოვლა-მომსახურებას, შესაძლებელია კომბინირება მსხვრევისგან დაცვასთან და მზისგან დავვასთან

გამოყენების სფეროები:
კომპანიები / ორგანიზაციები, სახელმწიფო ადმინისტრაციები, სამთავრობო შენობები და ორგანოები, სამხედრო ობიექტები


Georgian Import Company LLC. All Rights Reserved.

Drag and Drop Website Builder