OPALFILM UV protection films

OPALFILM UV protection films

OPALFILM® ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფირები

მზის სინათლეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის, ზრდის და კეთულდღეობისთვის. თუმცა, აგრესიული ულტრაიისფერი გამოსხივების ზედმეტი ზემოქმედება მავნეა. ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს მასალების და გამოფენილი ობიექტების ფერების გახუნებას და კონსისტენციის შეცვლას. შემინვას არ შეუძლია სახიფათო ულტრაიისფერი სხივების მთლიანად გაფილტრვა. OPALFILM® ულტრაიისფერი ფანისხივებისგან დანცავი ფირები შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს და ამგვარად ამცირებს მზის სინათლია აგრესიულობას. 

OPALFILM UV protection films

სპეციალური ფირები შთანთქავს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების 99,5%-მდე, 300 – 380 ნმ ტალღის სიგრძის დიაპაზონში. ულტრაიისფერი გამოსხივების ბლოკირება ეფექტიანად უშლის ხელს ყველა სახის ობიექტების გახუნებას, მზის ძლიერი გამოსხივებისგან. ამავე დროს, უფერო პოლიესტერის ფირი პრაქტიკულად შეუმჩნეველია, მისი ზედაპირი არ იკაწრება და ადვილად სუფთავდება. ამდენად, ფირები უზრუნველყოფს ეფექტიან დაცვას მზის სხივებისგან, თუმცა, უხილავია.
შედეგად, ისინი გამოიყენება არამარტო უნივერმაღებსა და მუზეუმებში, მაგრამ ასევე ბინებშიც, ძვირფასი ოვიექტების, გამოფენილი ნივთების, ექსპონატების და ავეჯის დასაცავად.

საერთო კონცეფციიდან და ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, OPALFILM® ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი ფირები მიეწოდება როგორც გამჭვირვალე სისტემამ ან სხვადასხვა ტონებში. ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ძალზე კარგად დაცვის გარდა, შეფერილი ფირები უზრუნველყოფს სიცხისგან ეფექტიან დაცვას. ეს მიიღწევა ფირის ბაცი ტონის / მეტალიზაციის მეშვეობით, წარმოების პროცესში. 

Georgian Import Company LLC. All Rights Reserved.

HTML Builder